ეკა ბესელია: ნათელაშვილმა აღიარა, რომ აქციებს “ნაცმოძრაობა” და “რუსთავი 2“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ხორავას ქუჩის ტრაგედიას ცალკეული პოლიტიკური პარტიები და „რუსთავი 2“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
მისივე თქმით, ეს არის აღიარება იმისა, რაც პირველივე დღიდან ძალიან ნათლად და ღიად ჩანდა, რაზეც შალვა ნათელაშვილი ყოველთვის მიუთითებდა.
ტრაგედია ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიის “რუსთავი 2“ -ის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოყენებულ იქნა პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პირდაპირ ეთერში დაადასტურეს როგორც ბატონმა გვარამიამ, ასევე შალვა ნათელაშვილმა.
,,ვფიქრობ, გუშინდელი განცხადებების შემდეგ, თუკი ვინმეს ქონდა კითხვა ამ მიმართულებით, ყველა მათგანს პასუხი გაეცა. ცხადია, ამ პროცესების უკან იდგა ნაციონალური მოძრაობა, ნათელაშვილი და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისათვის, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციები ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.
„ეს აქციები ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ. დაწყებიდან, დამუხტვიდან დაწყებული, შიდა იდეოლოგიური უზრუნველყოფა, გარე იდეოლოგიური უზრუნველყოფა და ორგანიზაციული მხარე, მოგვარებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ არ ვჩანდით ისე აქტიურად ტრიბუნაზე, გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ საქმე მაინც ეხებოდა შვილმოკლულ მშობლებს და იქ ძალიან პოლიტიკური დროშებით წინ წამოწევა არ იქნებოდა სწორი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები