გიორგი კახიანი: უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან

სამინისტროების რესტრუქტურიზაციაში ცვლილებებს კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება, რაც ამ კვირის განმავლობაში შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამავდროულად, მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთავრობის ფორმირება, ამჟამად მოხდება მთავრობის იგივე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ მინისტრის მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი სამინისტროები. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათზე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, სურვილის მიხედვით იქნება შეხვედრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება“ – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.
მთავრობის შემადგენლობაში14 წევრია, ამ ფორმით მოხდება ნდობის გამოცხადება ახალი მთავრობისთვის. უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ფორმალურად ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილი ახალ შემადგენლობაში. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი, თავიდან მოხდება ახალი შემადგენლობის წარდგენა“,- აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები