მამუკა ბახტაძე: განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან. ამის შესახებ ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ აღნიშნულ ინფორმაციას.
რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების საკითხს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები