კახა კალაძე: ღამის ეკონომიკა არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება

ღამის ეკონომიკა მოიცავს, არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.
„სერგი გვარჯალაძე არის მენეჯერი, რომელიც დანიშნულია ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. მთელი რიგი მიმართულებებია, რომელსაც ღამის ეკონომიკა მოიცავს და ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ქალაქში ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, ბევრი შესაძლებლობა. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ კლუბურ ცხოვრებას, არ ნიშნავს მხოლოდ ღამის კლუბებს. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, დასაქმება, ხელოვნება, კულტურა და ბევრი სხვა. თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობს. ჩვენ საუკეთესო მაგალითები გვაქვს, რათა გადმოვიტანოთ და განვახორციელოთ”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები