მამუკა ბახტაძე: სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარდგება.
მისი განმარტებით, სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც მთავრობის შემადგენლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება და კანონის დონეზე დამტკიცდება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი ის ვადებია, რომლის ფარგლებშიც კონსტიტუციურად ახალი მთავრობა უნდა დამტკიცდეს. ბახტაძის თქმით, 7 დღის ვადაში, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ვერ მომზადდება და სამი მოსმენით დამტკიცებაც ვერ მოესწრება. შესაბამისად, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი ნდობას მთავრობის არსებულ შემადგენლობას კვირის ბოლომდე გამოუცხადებს, შემდგომ მომზადდება საკანონდებლო ცვლილებები სამინისტროების შემცირების მიზნით და ამის შემდგომ პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს.
მამუკა ბახტაძემ დაანონსა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები