ტატო ხუნდაძე: გასულ წელს საქართველოს საბანკო სექტორის მოგება დაახლოებით 900 მილიონზე ავიდა

გასულ წელს საქართველოს საბანკო სექტორის მოგება დაახლოებით 900 მილიონ ლარზე ავიდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვყანაში არსებული სოციალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი პარადოქსად შეიძლება შეფასდეს.
ტატო ხუნდაძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება აუცილებელია.
„გასულ წელს დაახლოებით 900 მილიონ ლარზე ავიდა საქართველოს საბანკო სექტორის მოგება. ეს არის გარკვეულწილად პარადოქსული ვითარება – როდესაც ქვეყანაში სიღარიბე იზრდება და მეორე მხრივ ქვეყანაში საბანკო სექტორს 900 მილიონიანი მოგება აქვს. თუ ავიღებთ ზოგად, საერთო მაჩვენებლებს მომგებიანობის მხრივ საქართველოში არსებული ბანკები მომგებიანობოს მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზე არიან და მსოფლიოშიც ოცეულში შედიან. იქმნება ისეთი ვითარება, რომ ბანკები სარგებლობდნენ იმ დერეგულაციით რომელიც ბოლო 27 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში. რას ნიშნავს დერეგულაცია? – ხდებოდა რეგულაციების ან გაუქმება, ან ახალი რეგულაციების შემოუღებლობა და ა.შ. და ამ ყველაფრის შედეგად ბანკების მოგება იზრდებოდა, მაგრამ ბანკების მოგება არ აისახა ადამიანების კეთიდღეობაზე. სწორედ ამ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გააკეთა მამუკა ბახტაძემ განცხადება საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიან თამაშის წესების დამკვიდრების აუცილებლობაზე. ჩვენ, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ რომ ის კურსი რაც მას ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ჰქონდა, გაგრძელდება, უფრო მყარი იქნება მისი გაპრემიერების შემდეგ“, -განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები