პოლონეთში, გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“ გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვარშავაში გამოფენა „50 ქალი საქართველოდან” ოფიციალურად გაიხსნა. ექსპოზიცია  საქართველოს საელჩოსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორმა ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირმა და პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მიმართეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ასევე  ვარშავაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები