გიორგი კახიანი: კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება

კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
„კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება. უკვე დაიწყება საკომიტეტო განხილვები. ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები. ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობაში და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები