მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს შეხვდება

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
შეხვედრა 10:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე 14 ივნისს დაასახელა, შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს კი 15 ივნისს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები