შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური სიახლოვე ეკონომიკურ სიახლოვეში უნდა გადაიზარდოს

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭო დარწმუნებულია, რომ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ინტეგრაცია საქართველოსთვის ყოველთვის პრიორიტეტი იქნება და კურსის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
,,არ ველოდებით კურსის ცვლილებას, პირიქით, ველოდებით რომ ტრაექტორია, რომელიც აღმავალია 1991 წლიდან, კვლავ აღმავალი მიმართულებით გაგრძელდება. ამჟამად ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, დაწყებული ქართული ჯარის წვრთნებით, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ამერიკის მხარდაჭერით და ხელშეწყობით დამთავრებული. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს პოლიტიკური სიახლოვე, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს, გადაიზარდოს უფრო მეტ ეკონომიკურ სიახლოვეში, ჩვენი მიზანია თვისობრივი გარღვევა მოვახდინოთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა.
მამუკა წერეთელი ყურადღებას ამახვილებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. მისი თქმით, დღესდღეობით ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაში და მთავარია, რომ ქართული მხრიდან არ შენელდეს ძალისხმევა , თუმცა ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია აშშ-ში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები და ის, თუ რა მოხდება გლობალურ სავაჭრო სცენაზე, ვინაიდან ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა.
„მიუხედავად ამისა, იგი შესაძებელია აჩენდეს ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის და ჩვენი ამოცანაა ამ ძალისხმევის მხოლოდ და მხოლოდ აღმავალი ტრაექტორიით განვითარება.,-განაცხადა ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები