მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ოპერატიული მთავრობა

0

“ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ოპერატიული, მოქნილი მთავრობა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრის შემდეგ, ტექნოპარკში განუცხადა.
თუმცა მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი უწყებების გაერთიანებაა დაგეგმილი.
„ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ოპერატიული, მოქნილი მთავრობა. მცირე ზომის მთავრობა, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი