კახა კალაძე: გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს
“მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მიმდინარეობს, ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროების შემცირების საკითხზეც.
„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება მიმდინარეობს. ამ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ ან ზეგ, ცნობილი იქნება, თუ ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა გუნდში. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობამ მამუკა ბახტაძე წარადგინა.