თენგიზ ფხალაძემ შავი ზღვისა და ბალკანეთის ფორუმზე ნატოს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვის და ბალკანეთის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმზე, რომელიც ნატოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა და რეგიონისა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა ნატოს მომავალი სამიტის სამზადისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია. თენგიზ ფხალაძემ ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორობისა და კეთილდღეობისათვის ქმნის.

მან ასევე მიმოიხილა ჰიბრიდული საფრთხეები და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევების ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები