თამარ ჩუგოშვილი: ოპონენტების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები დაპირისპირების პროვოცირებას ემსახურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოზურგეთში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს, საჯარო სივრცეებში გახშირდა ოპონენტების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც შემდეგ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. მისივე თქმით, ყველა მსგავს ფაქტზე, კანონის ფარგლებში, მოხდება რეაგირება.

“ბოლო პერიოდში მომრავლებულია შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, დამამცირებელი განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ემსახურება ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას, განსაკუთრებით რეგიონებში. სამართლებრივი რეაგირება კი ყველგან კანონის შესაბამისი იქნება. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, არ ჩაებან ასეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში. ვაპირებთ, რომ სადაც არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, მივაწოდოთ საგამოძიებო ორგანოებს და ყველა ფაქტის შესახებ შევატყობინოთ უცხოელ პარტნიორებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთი მუქარის შემცველი განცხადებები ემსახურება დაპირისპირების წარმოქმნას”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები