ერთ დღეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა რეკორდული – 232.6 მლნ ლარი შეადგინა

0

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 15 ივნისს, 232.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბიუჯეტში ერთ დღეში შემოსულ გადასახადებს შორის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 58.3 მლნ ლარით აღემატება. სულ ივნისში, 15 ივნისის ჩათვლით, ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით შემოსულია 608.0 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 121.0 მლნ ლარით, 24.8%-ით აღემატება.

კომენტარები

კომენტარი