მამუკა ხაზარაძე ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო  “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის წევრები და “თი-ბი-სი” ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში “თი-ბი-სი” ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ერთობლივად განხორციელებული პროექტებიც.

აზიის განვითარების ბანკი “თი-ბი-სი” ბანკთან  2011 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკებმა ერთობლივად განახორციელეს 150 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები და კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ADB-ის წარმომადგენლებმა პორტის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მენეჯმენტსა და ADB-ს შორის.

აზიის განვითარების ბანკი 1966 წელს დაარსდა და მის მიზანს სიღარიბის შემცირება წარმოადგენს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდისა და რეგიონალური ინტეგრაციის გზით.  ADB-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 2017 წლისთვის 32.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები