“თბილისის ბიუჯეტი არ არის საკმარისი, რათა ქალაქში რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს”

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტი არ არის საკმარისი იმისთვის, რათა ქალაქში რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს.

მისივე განმარტებით, დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

„30 მილიონი დამატებით იქნა გამოყოფილი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეს თანხები მოხმარდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავლში ვიწყებთ. ზოგადად ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს გააჩნია, მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ. წინა წლებთან შედარებით წელს იყო განსხვავებული და მაღალი ბიუჯეტი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში იგი უფრო მეტი იქნება და შესაძებლობება გვექნება, ქალაქისთვის საკეთილდღეო უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები