ნიკოლოზ მჟავანაძე: შთაბეჭდილება მრჩება, ნიკა გვარამიას “ლიცენზია” აქვს აღებული ადამიანების ცემასა და გინებაზე

უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოქალაქე მთვარისა ნავერიანზე იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა, რომ მას რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გვარამიას რაღაც “ლიცენზია” აქვს აღებული ადამიანების ცემასა და გინებაზე.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, თუმცა კადრებში მუქარაც ჩანს.

“მეგონა, რომელიმე ქალთა ორგანიზაცია მოკიდებდა ხელს ამ საქმეს, მაგრამ როგორც ხედავთ, არცერთი მათგანი არ დაინტერესებულა აღნიშნულ ფაქტზე. ზოგიერთმა მათგანმა პირიქით, მთვარისა ნავერიანი დაადანაშაულა და გვარამიას საქციელი არ დაგმო. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ნიკა გვარამიას რაღაც ლიცენზია აქვს აღებული ადამიანების ცემასა და გინებაზე. ორ კვირაზე მეტია, პროკურატურის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადამდგარა. არც თავად ნიკა გვარამია დაკითხულა, დაზარალებულად არ ცნეს არც ქალბატონი მთვარისა. საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, თუმცა კადრებში მუქარაც ჩანს. იმის დასტური, რომ მთვარისა ნავერიანზე ძალადობა განხორციელდა, სამედიცინო ექსპერტიზაა.

ჩვენ ვაპირებთ სხვადასხვა სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას, ვითხოვთ, რომ პარლამენტმაც გარკვეული რეაგირება მოახდინოს. ნიკა გვარამიას მხრიდან, მთვარისა ნავერიანზე, სოციალურ ქსელშიც ხორციელდება გარკვეული ზეწოლები, ფაქტია, დანაშაული მოხდა და ამას გვერდს ვერ ავუვლით“,- განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები