ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ბახტაძე დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას

 

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება: ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე – მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდიოდა და დღეს ამ ინიციატივების შედეგები უკვე ჩანს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე პარლამენტს წარუდგენს, ის ახალი ინიციატივები იქნება ასახული, რომელიც ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს.

„ იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული ეს გადაწყვეტილება. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხირივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

ბატონი მამუკა ბახტაძე მთელი ამ დროის განმავლობაში გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ინიციატივების შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ბატონი მამუკა წარსდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში იქნება ასახული ახალი ინიციატივები, რომელიც დააჩქარებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას და დააჩქარებს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, პაპრლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო გუნდის შესახებ მსჯელობა არ გამართულა.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან უკვე ოფიციალურად დასახელდება ბატონი მამუკა ბახტაძე კანდიდატად და ამის შემდეგ მას ექნება დრო იმისათვის, რომ წარმოადგინოს სამთავრობო გუნდი. მანამდე არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი კომენტარების გაკეთება. ეს არის ბატონი მამუკას პრეროგატივა და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.

დღეს იყო საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე. ამას აქვს თავისი მიზეზი. ეს არის სამართლებრივი მიზეზი. ჯერ ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ამის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პერსონალურად, ინდივიდუალურად ასახელებს უკვე სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, დღეს ჩვენ არ გვქონდა იმის პრეროგატივა, რომ გვემსჯელა სამთავრობო გუნდზე. ბატონი მამუკა წარმოადგენს სამთავრობო გუნდს, შემადგენლობას და ამის შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა უკვე პარლამენტში”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე თვის განმავლობაში, მამუკა ბახტაძემ ისეთი ინიციატივების განხორციელება შეძლო, რამაც ეკონომიკურ განვითარებაში პოზიტიური ძვრები გამოიწვია.

„მას აქვს ასეთი ინიციატივები. მას აქვს ასეთი გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ დარნწუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ როდესაც ის წარსდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება და რომლის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომ მას ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა აქვს და შესაბამისად, მისი დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა თამამად მიიღო.

„ბატონ მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი განათლება. ასევე, ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება. მათ შორის, საჯარო სფეროში მართვის, მუშაობის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ძალიან მსხვილ საჯარო კორპორაციას. ის, ასევე,იკავებდა გასული თვეების განმავლობაში მინისტრის პოზიციას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა ის, რომ მას აქვს ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან თამამად გადაწყვეტილება მისი დასახელების თაობაზე”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები