თბილისში მშენებლობისას კლდე ჩამოიშალა

თბილისში, მინდელის ქუჩაზე, კერძოდ ნუცუბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, მშენებლობის პროცესში კლდე ჩამოინგრა. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
საუბარია მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომელსაც სამშენებლო კომპანია „Green Life“ ახორციელებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის გამო კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა და მშენებლობის ნებართვაც დროებით ჩამოერთვა.
ვიდრე კომპანია “Green Life“ კლდეს არ გაამაგრებს და შესაბამის საექსპერტო დასკვნას არ წარადგენს, – ადგილზე სამუშაოებს ვერ აღადგენს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მრავაფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დროს კლდე არაერთხელ ჩამოინგრა. მათ შორის, დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი ფაქტი მოხდა მთაწმინდაზე, კერძოდ ჭონქაძის ქუჩაზე. ადგილზე სამუშაოებს სამშენებლო დეველოპერული კომპანია GDG + ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები