მამუკა მდინარაძე: მამუკა ბახტაძე პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით მამუკა ბახტაძე გამორჩეული ლიდერია.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ იგი შეძლებს პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს.
„ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, პირველად დასვა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ის არ ერიდება ფინანსურ სექტორში უსამართლობის აღმოფხვრას. ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ის არის რეფორმატორი. ის არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები