“ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია”

0

„უმრავლესობაში ვითათბირეთ, შევჯერდით გუნდში და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მამუკა ბახტაძე იყოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება იმ მიმართულებებს, რაზეც მამუკამ თავად ისაუბრა, რომელიც მისი გუნდის პრიორიტეტები იქნება, ეს არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ეს არის ის რეფორმები, რომელიც მანვე დაასახელა, რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს არის საბანკო სფეროში რეგულაციები, მგონია რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის კაბინეტის სხვა წევრების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით გუნდში გაიმართება კონსულტაციები და კონკრეტული მინისტრების თანამდებობები უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე ვინ შეიძლება გუნდი დატოვოს, კალაძემ აღნიშნა, რომ ახლა ამაზე საუბარი უხერხულია.

კომენტარები

კომენტარი