“მისი ხედვები განათლების საკითხებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისაღები და მისასალმებელია”
„მისი ხედვები განათლების საკითხებიდან დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებაზე არის მისაღები და მისასალმებელი“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრემიერობის კანდიდატად დასახელებული მამუკა ბახტაძე.
ამასთან, ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს.
„მისი ხედვები განათლების საკითხებიდან დაწყებული, დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებაზე არის მისაღები და მისასალმებელი. ყველა მზად ვართ მხარი დავუჭიროთ. გადადგომას მოითხოვენ მინისტრების, დესტაბილიზაციას მოითხოვენ, სახელმწიფოში რყევას მოითხოვენ და სახელმწიფოში დაპირისპირების მაღალ ხარისხს მოითხოვენ რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველმა გუნდმა პრემიერის ვაკანტურ თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.