ირაკლი კობახიძე: მამუკა ბახტაძის კანდიდატურა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო.
მისივე თქმით, ბახტაძეს მართვის სერიოზული გამოცდილება აქვს.
“ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ. მას აქვს ძალიან სერიოზული მართვის გამოცდილება, განსაკუთებით ეკონომიკის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს ქვეყანას. ამ ხნის განმავლობაში ბატონი მამუკა მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდიოდა, ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებსაც”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შეცვლას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა, შეიცვლებიან თუ არა მინისტრები.
“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ეს არის მამუკა ბახტაძის პრეროგატივა, შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ პრეზიდენტს, ოფიციალურად დაასახელოს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, შემდეგ მას ექნება დრო, წარმოადგინოს სამთავრობო გუნდი”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები