მამუკა ბახტაძე: მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა მამუკა ბახტაძემ, საპარლამენტო უმრავლესობას, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს დღეებში პარლამენტში საკუთარ ხედვას წარადგენს, რომელიც რამდენიმე მთავარ პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
“მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის. დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მე წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება რამდენიმე მთავარ პრინციპზე, პირველი, ესაა ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ამ მხრივ “ქართული ოცნების” წარმატებას გაღრმავება სჭირდება. მეორე, განვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს, ბუნებრივია, გავაგრძელებთ დემოკრატიიული ინსტიტუტების გაძლიერებას. მესამე, ესაა მთავრობის მცირე კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მოქნილი სამთავრობო უწყებები”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები