„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უმრავლესობის გაფართოებული სხდომა დასრულდა.
ბახტაძის კანდიდატურა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაასახელა.
კონსტიტუციის მიხედვით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს, თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მთავრობის შემადგელობას შეარჩევს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტში ნდობის მისაღებად წარსდგება. საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, ასევე შვიდი დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული სამთავრობო პროგრამა, მთავრობის პერსონალური შემადგენლობა და გადაწყვიტოს თუ არა ნდობა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა 17:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. პრემიერის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი და თავად პრემიერიც, მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები