სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ევროპული გზა” შეხვედრები გამართა ევროკავშირის საგარეო სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორთან ლუკ დევინთან და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან რუპერტ აინლისთან.

სოფიო ქაცარავამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის საერთო ღირებულებები მიმოიხილა, რასაც საქართველო და ევროპის ქვეყნები იზიარებენ. ასევე, ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე.

პარტნიორებმა, შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს საგარეო კურსის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდამჭერა.

„ევროპული გზა უკვე მეთხუთმეტედ ტარდება საქართველოში და გარდა იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორობის პლატფორმად ჩამოყალიბდა, კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი კავშირების გასამყარებლად და ჩვენი ევროპული პერსპექტივის განსამტკიცებლად”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები