არჩილ თალაკვაძე პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვას ადასტურებს

„პრემიერ-მინისტრის კანდიდატურებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სათაო ოფისის შენობასთან განაცხადა.
„ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება კანდიდატურა, რომელსაც შევარჩევთ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. კანდიდატურებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი არის, რომ ახალ პრემიერს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება და წარმოადგინოს გეგმა, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს. პარლამენტში ჩვენი მოლოდინი არის, რომ ახალ პრემიერს ექნება ძალიან აქტიური გეგმა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები