„ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობენ

უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობს.
როგორც თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, შეხვედრაზე მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.
„მოწვეული არიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, ვინ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარედგინება, რათა თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები