ნუკრი ქანთარია: პრეზიდენტი შეფასებებში ზედაპირულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან.
როგორც ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი შეფასებებში ზედაპირულია.
ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. მმართველმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს.
ნუკრი ქანთარია პრემიერი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომას გამოეხმაურა. ის არ გამორიცხავს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნოს.
რაც შეეხება ივანიშვილის კიდევ ერთხელ გაპრემიერების საკითხს, ქანთარია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები