ბავშვი დედის დაქალს შემოაკვდა – დამატებითი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

ბათუმში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ „კვირამ“ დამატებითი დეტალები გაარკვია. „კვირას“ ინფორმაციით, დედამ 4 წლის ბავშვი მეგობარს დაუტოვა, თავად კი პირად საქმეზე წავიდა. თუმცა, მეგობარმა, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა, ბავშვი ისე სცემა, რომ შემოაკვდა.
უზბეკეთის მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში პატარა გოგონას ცხედრით გამოცხადდა. სამართალდამცველებმა უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს. ბავშვის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (109-ე) დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელსაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები