კახა კალაძე: პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა 17:00 საათზე გახდება ცნობილი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა 17:00 საათზე გახდება ცნობილი. მისივე თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეულები.
“დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახელებული და გადაწყვეტილება 17:00 საათზე გახდება ცნობილი”, – განაცხადა კალაძემ.
განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, ამის შესახებ ინფორმაცია მერს არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები