არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურაზე მსჯელობას დღეიდან ვიწყებთ

„უმრავლესობის ბოლო სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სოციალური პრობლემები, ეკონომიკური გამოწვევები და იმ ოჯახების ბედი, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სიღარიბის პირისპირ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.

„როგორც ნახეთ, მიღწევებთან ერთად, ამ პრობლემების შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ბრიფინგზეც ისაუბრა საკმაოდ ვრცლად. ჩვენ ველოდით დასმულ საკითხებზე მთავრობის რეაქციას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატურას – ამის განხილვას დღეიდან დავიწყებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები