ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 15 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სან მარინოდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები