საქართველოში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო ეწვია. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მანძილზე, ეს არის ბანკის პრეზიდენტის პირველი, მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი.

მაღალი დონის სტუმარს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე  მასპინძლობს.

სტუმარი იმყოფებოდა „სადახლოს” საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც გაეცნო საბაჟო და გაფორმების პროცედურებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრეზიდენტთან, მთვარობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან. ADB-ის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები