ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქუვეითის  დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Jazeera Airways-მა ელ-ქუვეითიდან პირველი რეისი შეასრულა.

ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს პერსპექტიულად განიხილავს და დასაწყისისთვის ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:

  • ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20
  • თბილისი- ელ-ქუვეითი – თბილისი : 19:10-20:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს 2016 წლის მარტიდან აწარმოებდა.

საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.

ავიაკომპანია Jazeera Airways-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში,  რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით  ასრულებს.

ავიაკომპანიით Jazeera Aiways ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ  გადაიტანონ   30 კგ,   ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს კი – 50 კგ ბარგი.

ავიაკომპანია Jazeera Airways-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გამოვა. ღონისძიებას დაესწრებიან  ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში Jazeera Airways-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია “ვოიაჟერი“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები