მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მოქალაქე მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წაყენებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
მას უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე იცავს. დღეს, მთვარისა ნავერიანმა ადვოკატთან ერთად პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ნავერიანის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“გულ-მკერდის არეში გაშლილი ხელი დამარტყა და რომ ავიხედე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემრჩა“, – აღნიშნა მთვარისა ნავერიანმა.
ამასთან, ნიკოლოზ მჟავანაძე განმარტავს, რომ პროკურატურას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას აჭიანურებს.
„ჩვენ ვითხოვთ მთავარი პროკურატურისგან, დაზარალებულად ცნოს ეს ქალბატონი და ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. მან ჩაიდინა დანაშაული. მიაყენა ქალბატონს დაზიანებები, რაც მტკიცებულებებითაც დასტურდება“ – განაცხადა ნიკოლოზ მჟვანაძემ.
ინციდენტი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები