ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევში, ჩანგრეული ბოგირის მშენებლობისათვის მასალები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ უზრუნველყო (ფოტო, ვიდეო)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევში, დაახლოებით 60 წლის წინ აგებული ბოგირი ჩაინგრა, რითაც იქ მცხოვრებთა ნაწილს, სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემა შეექმნა. სოფლის დეპუტატის, ჯემალ გორგოძის თხოვნით და შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ახალი ბოგირის მშენებლობა, რკინის საყრდენი კონსტრუქციით უზრუნველყო.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობა მადლობას უხდის „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ხშირია.
„რამდენიმე დღეა, ვაჭევის ერთ-ერთ პატარა უბანს, სადაც 5 ოჯახი ცხოვრებს, სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემა შეექმნა, იმის გამო, რომ ხიდ-ბოგირი ჩაინგრა. ეს იყო აგებული 60 წლის წინ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ერთად ვთხოვეთ, ფეროშენადნობთა ხელმძღვანელობას, ბატონ ვასილ გველესიანს, დაგვხმარებოდა ბოგირის აღდგენაში. მათ გულთან მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და დაამუშავეს ადგილზე რკინის კოჭები და თავიანთი ტექნიკით, მუშახელითა და ტრანსპორტით მოგვიტანეს ადგილზე. უახლოეს დღეებში კი, მოხდება მისი დამონტაჟება და უბანს საშუალება ექნება, თავისუფლად გადაადგილდეს ტრანსპორტით. ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან, მსგავსი დამოკიდებულება ხშირია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ“, -აღნიშნა ჯემალ გორგოძემ.
ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, ხიდის აღსადგენად, კომპანიამ ადგილზე 4 კოჭისგან შედგენილი კონსტრუქცია მიიტანა დასამონტაჟებლად.
„სოფელ ილემის მოსახლეობის დახმარებისთვის, ქალაქის მერიამ მოგვმართა. მოვიტანეთ 4 კოჭისგან შედგენილი კონსტრუქცია იმისათვის, რომ სოფელმა ხიდი აღადგინოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანადგომით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება და ძალიან მალე მოსახლეობა თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას”, -განაცხადა ვასილ გველესიანმა.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” დახმარებისთვის თხოვნით მიმართა, რათა, სოფელ ვაჭევში, ჩანგრეული ბოგირის აღდგენითი სამუშაოები უზრუნველეყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები