ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება:

თბილისი-ხარკოვი-თბილისი – 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი – 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;

თბილისი-თეირანი-თბილისი – 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე – ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს;

ბათუმი-თეირანი-ბათუმი – 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს;

თბილისი-სამარა-თბილისი – 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს Myway Airlines-ი თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

Myway Airlines-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები