ვაშინგტონში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში  კონგრესმენ პიტენგერს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

ქართველმა პარლამენტარებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამერიკის განსაკუთრებული მხარდაჭერა აღნიშნეს.  დელეგაციამ ისაუბრა, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ისევე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე.  ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების როლსა და მნიშვნელობას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, საქართველოსათვის, ისაუბრეს იმ კონკრეტულ დადებით შედეგებზე, რასაც ორივე ქვეყნისათვის ხელშეკრულების ამოქმედება მოიტანს.

კონგრესმენმა დაადასტურა აშშ-ს განსაკუთრებული მხარდაჭერა სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების კუთხით. მისივე განცხადებით, კონგრესმენი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები