იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა, 2025 წლის 5 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით,[1] რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს, – ამის შესახებ ინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდადებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები