ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია ავრცელებს.

პოლიციის წყაროების ცნობით, მეგან ნაგარის სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები