საქართველოს ბიზნესასოციაციაში იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ მომსახურების სრულიად განსხვავებული კონცეფცია − „ბიზნესასისტენტი“ წარადგინა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ, მომსახურების სრულიად განსხვავებული კონცეფცია − „ბიზნესასისტენტი“ წარადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბიზნესასისტენტის“ მიზნობრივ სეგმენტს ბიზნესსექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს. იუსტიციის სახლი პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ბიზნესის საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით საქმიანი სექტორისთვის ექსკლუზიური პროექტი „ბიზნესასისტენტი“ განახორციელა. პროექტი ”ბიზნესასისტენტი” უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნესასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები