ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა მიმოიხილეს, რომელსაც, მხარეების შეფასებით, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ლატვიელ ხალხს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობას.  ყურადღება, ასევე,  გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ლატვიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, ინგრიდა ლევრენცემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები