ნინო ზურიაშვილი: მედიაწიგნიერების სტრატეგია არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ცალკე მედიისთვის

ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი მედიაწიგნიერების სტრატეგიისას და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მედიის, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების ჩართულობას მიესალმება და აცხადებს, რომ სწორედ ასეთი ჩართულობით მიღებული სტრატეგია არის საუკეთესო. მისი თქმით, მედიაწიგნიერება არის პროექტი, რომელიც ძალიან ჭირდება როგორც თავად მედიას, ასევე საზოგადოებას.

„პროგრამის შემუშავების პროცესი სწორედ ეხლა არის და სწორედ ეხლა მიმდინარეობს ამ დრაფტის წარმოდგენა, რომლის შემუშავების პროცესში თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ჩართულები ვართ. ამიტომ პირველი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ სტრატეგიის ასეთ ფორმატში განხილვა არის ძალიან სასარგებლო და ჩემთვის ძალიან საინტერესო.  განხილვას ესწრება ენჯეოს სექტორი, განათლების სამინისტრო, ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ ასეთ ფორმატში განხილვა მიგვიყვანს ყველაზე საუკეთესო ვარიანტამდე, ამ სტრატეგიის“,- განაცხადა მედიაწიგნიერების სტრატეგიის პრეზენტაციაზე ნინო ზურიაშვილმა .

მისი თქმით, გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტების ჩამოყვანა ქვეყანაში საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რასაც მედია ორგანიზაციები თავად ვერ ახერხებენ და კომისიის მხრიდან ამის გაკეთება არის ძალიან მისასალმებელი და საჭირო.

„თვითონ მედიაწიგნიერების სტრატეგია ვფიქრობ, რომ არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ცალკე მედიისთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ გულისხმობს თვითონ მედიასკოლის შექმნას, რომელიც ჟურნალისტებს და პატარა მედიაორგანიზაციებს და შეიძლება დიდებსაც დაეხმარება, იმიტომ რომ არსებობს უამრავი გამოწვევა და ასეთ გამოწვევებში ტრენერების ჩამოყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თუ კომუნიკაციების კომისია ამას თავის თავზე აიღებს, ეს იქნება ერთგვარი ფუფუნება მედია ორგანიზაციებისთვის. მეორე მხრივ – მედია კრიტიკის პლატფორმის შექმნაც არის მედია წიგნიერების ნაწილი, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან ჩვენ  ვცხოვრობთ “ფეიქნიუსის” სამყაროში, იქნება ეს “ონლაინმედია”, თუ ტრადიციული მედია. “ფეიკ ნიუსის” გარჩევა ნამდვილი ამბისგან მიმაჩნია, რომ მასობრივად ყველას უნდა შეეძლოს და ვფიქრობ, რომ ეს არის სწავლადი, რომ ამაში საქართველოს მოსახლეობაში თუ სკოლაში ბავშვების გაწვრთნა თუ მათი დატრენინგება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე“-, ამბობს სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები