იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

მწერალთა სახლი წელს მეორედ აცხადებს კონკურსს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, პრემია გადაეცემათ საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პრემია მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას, თანამედროვე საბავშვო ავტორების მოტივირებასა და წახალისებას. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნას, ასევე, მომავალი თაობის წიგნიერების ამაღლებას.
საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ, სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წწ.), პატარებისთვის (6-12 წწ.), ყმაწვილებისთვის (12-16 წწ). პრემია წარმოადგენს  პრიზს და ფულად ჯილდოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები