ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა

ქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ XVIII საუკუნის უნიკალურ პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .
12 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის 1080 -ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა პორტუგალიურმა კომპანიამ „Teixeira Duarte“.რესტავრაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები