საქართველოს ოკუპაცია წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია

ის, რომ საქართველო ომში ჩათრეული აღმოჩნდა და ჩვენი ტერიტორიები დღეს დროებით დაკარგული და ოკუპირებულია, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სამშობლოს ერთგულებაში ქართლელებს ტოლი არ გყავთ. მშვიდობა ტყუილად არ ვახსენე. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ თქვენს თავზე გამოსცადეთ ის საშინელება, რასაც ჰქვია აგვისტოს ომი, რომლის იარებიც ჯერაც არ მოშუშებულა. ის, რომ საქართველო ამ ომში აღმოჩნდა ჩათრეული და ჩვენი ტერიტორიები დღეს არის დროებით დაკარგული და ოკუპირებული, ის, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა ათასობით ადამიანი, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ვცდილობთ, გაწონასწორებული და კარგად გათვლილი ნაბიჯებით, ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით დავძლიოთ ომის უმძიმესი შედეგები.
ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ ტკივილები. მაქსიმალურად ვეცდებით, არც ერთი დევნილი არ დარჩეს საკუთარი ჭერის გარეშე, ვიდრე საკუთარ სახლ-კარს დაუბრუნდებიან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები