ნინო ლომჯარია: თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც მონაწილეობა მიიღო ხორავას კონფლიქტში

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა იმ არასრულწლოვანის დაკითხვა დაიწყო თავიდან, ვინც ხორავას ქუჩის კონფლიქტში მონაწილეობდა. მისივე თქმით, ომბუდსმენს ყველა შესაბამისი ინფორმაცია გადაეცემა, რაც საქმის მასალებშია.
„ძირითადად, ორი მიმართულებით აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ახალ გარემოებებზეც საუბრობენ. მათ განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. გამოძიებას იმედი აქვს, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებს. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი გადმოგვცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ შს მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის მამა და მისი ადვოკატიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები