“ქართული მარშის” წევრები დიღმის სამმართველოდან გაათავისუფლეს

“ქართული მარშის” წევრები, რომლებიც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტაქციის დროს დააკავეს, დიღმის სამმართველოდან გაათავისუფლეს.

დღეს ფილარმონიასთან შსს-ს თანამშრომლებმა 7 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ხოლო 4 პირი ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ფილარმონიის წინ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, თუმცა რადგან აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან, მისვლას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები